პატივცემულო სტუმრებო,
ჩვენი სასტუმრო «S&L» მდებარეობს ქალაქის გამწვანებულ საცხოვრებელ უბანში,ცენტრალური პარკიდან და ფუნიკულიორის სადგურიდან 5 წუთის სავალ გზაზე,რომელიც აგიყვანთ მაღალ მთაზე,საიდანაც იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი.დაშორება ქალაქის ისტორიული ცენტრიდან 5 კმ-ია, ხოლო აეროპორტამდე 19კმ. სასტუმრო შედგება სხვადასხვა კატეგორიის ნომრებისაგან, რომლებიც მოპირკეთებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით. ყოველ ნომერში არის სეიფი და მინი-ბარი. სტუმრების განკარგულებაშია ციფრული ტელევიზია,WI-FI, აუზი,ფინური აბანო,კარდიოზონა, გასარუჯი ტერასა და უფასო პარკირება. მყუდრო ლობი-ბარი განლაგებულია ბუხრიან დარბაზში,რომელიც გადის ზამთრის ბაღში. დილით დამსვენებლებს ვთავაზობთ შვედურ მაგიდას. სასტუმროში სტუმრის ნება-სურვილით შეიძლება შევუკვეთოთ მანქანა აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან.